მეტრეველის მინიმალური "ოლიმპიაკოსთან"

AutoSharing Option
იტალიის უმაღლეს ლიგაში წლეულს გადასული "დინამო სისარი" საკონტროლო შეხვედრებში დამაჯერებელ თამაშს უჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მეტრეველის თანაგუნდელებმა თურქულ "ბეშიქთაშთანა" და იტალიურ "მილანთან" ღირსეულად იბრძოლეს, 21 სექტემბერს კი კიდევ ერთ ევროგრანდს დაუდგნენ ვაჟკაცურად: ევროლიგის წარმომადგენელ "ოლიმპიაკოსს" პირველი ტაიმიც მოუგეს და მეოთხე პერიოდის წინაც ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ბოლო რაუნდში ბერძნებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 62:61 გაიმარჯვეს.

ნიკა მეტრეველი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მესამე პერიოდში საჯარიმოს ხაზიდან დინამოელები 44:37 დააწინაურა.

საბოლოოდ ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 3 ქულა დაფიქსირდა. მეტრეველის თანაგუნდელმა, საქართველოს
ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ქუინტონ ჰოსლიმ 11 ქულა მიითვალა და ტრევის დიენერთან ერთად "დინამო სისარის" თანაბომბარდირი გახდა. მატჩის სნაიპერი კი "ოლიმპიაკოსის" ამერიკელი ლეგიონერი კალინ ლუკასი გახდა - 16 ქულა.

დღეს დინამოელები "კალიარის თასის" ნახევარფინალს ითამაშებენ. მათი მეტოქე სერბული "პარტიზანი" იქნება. ტურნირის ფინალი 24 სექტემბერს შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული