შენგელია ლიტვაში დაბრუნდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია კარგად შეეწყო ბელგიის ჩემპიონ "შარლერუას". ქართველმა ფორვარდმა უკვე 3 მატჩი ჩაატარა და ჯამში 37 ქულა მოინაგრა.

შენგელიამ იჯარის წესით გასული სეზონი "პეპინსტერში" გაატარა და მას შემდეგ, რაც 19 წლის ქართველმა საკუთრი ძალა საქართველოს ნაკრებში გამოაჩინა, მისმა მფლობელმა "შარლერუამ" შენგელია დაიბრუნა და სავარაუდოდ, მომავალ სეზონში გვარიან სათამაშო დროსაც დაუთმობს.

შენგელიამ პირველსავე მატჩში ყველა გააოცა. გასული კვირის დასაწყისში ბელგიის სუპერთასში "შარლერუა" "დექსია მონსს" შეხვდა და 65:72 დამარცხდა, ახალგაზრდა ქართველი კი 16 ქულით გამოირჩა.

მომდევნო 2 შეხვედრა ბელგიის ჩემპიონმა ლიტვაში, ვილნიუსის
"ლიეტუვოს რიტასთან" გამართა. "შარლერუამ" პირველი მატჩი 61:70 წააგო და ამ შეხვედრაში თოკომ 8 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, ხოლო მეორე ამხანაგურ თამაშში ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა მოინაგრა. ის შეხვედრაც ლიტვურმა კლუბმა მოიგო - 77:73.

როგორც ჩანს, მომავალ სეზონში თუ ხუთეულში არ ითამაშებს, შენგელიას მაინც საკმარისად ექნება სათამაშო დრო. ის გასული მატჩებში შარლერუელთაგან ყველაზე შედეგიანი და სტაბილურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული