მანუჩარმა მატჩი 7 ქულით დაასრულა. მის გუნდს დაუბრუნდნენ ბაზილე და ლეუნენი, რომლებსაც წინა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მატჩის ბომბარდირიც სწორედ მაარტენ ლეუნენი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.
გუშინ ღამით "კანტუ" ლომბარდიის თასის ფინალში "ვარეზეს" დაუპირისპირდებოდა.
იტალიურ გამოცემა "პროვინცია დი კომოში" გამოქვეყნ
"მარკოიშვილი "კანტუსთან" ერთად დიდი ხნის შესვენების შემდეგ ევროლიგას დაუბრუნდა, ხოლო საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველად ითამაშა ევრობასკეტზე.
- ლიტვაში ქართული კალათბურთის ახალი ფურცელი დავწერეთ. ბევრისთვის მოულოდნელად გადავლახეთ პირველი ეტაპის ბარიერი და ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით (სხვათა შორის, იტალიამ ეს ვერ მოახერხა - იტალიელი ავტორი). მეამაყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი, - ამბობს მარკოიშვილი.
მას ევროლიგაზე იტალიური "ბენეტონის" მაისურითაც უთამაშია და სლოვენიური "ოლიმპიას" რიგებშიც. ამჯერად კი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს "კანტუსთან" ერთად იწყებს.
- ევროლიგაზე რამდენიმე სეზონი მაქვს ნათამაშები და კარგად ვიცი, რაოდენ რთულია იქ გამოსვლა. მოხარული ვარ, რომ ევროლიგას დავუბრუნდი, თანაც "კანტუსთან" ერთად ვითამაშებ. ვეცდებით როგორც ევროლიგა მოითხოვს, უმაღლესი დონის ევროპული კალათბურთი ვუჩვენოთ. გუნდის მიზნებზე დღეს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძალას არ დავიშურებთ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"