სანიკიძის პირველი ტიტული

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ფერარაში დასრულდა "ნუტრიჰაუსის" თასის გათამაშება, რომელშიც ოთხი იტალიური კლუბი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი".

ნახევარფინალში გუნდები ასე განაწილდა: "რომა"-"ბიელა", "ვირტუსი"-"ტერამო". პირველ წყვილში "ბიელამ" 4 ქულის სხვაობით დაამარცხა რომაელები - 79:75. "ვირტიუსისა" და "ტერამოს" მატჩში კი თავიდან ტერამოელები დაწინაურდნენ - საწყისი მეოთხედი 20:8 მოიგეს. მათ ინიციატივა ხელიდან არც მეოთხე პერიოდის დაწყებამდე გაუშვიათ, 30 წუთის შემდეგ 52:42-ს იგებდნენ. თუმცა ბოლო რაუნდში ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელებმა ძალთა მობილიზება მოახერხეს და ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით იმარჯვეს - 72:71.

"ვირტუსის" გამარჯვებაში 17-ქულიანი
წვლილი შეიტანა ფინეთის ნაკრების უკანახაზელმა პეტრი კოპონენმა, ვიცე-ბომბარდირი გაილიუსი გახდა, ხოლო სანიკიძემ 8 ქულას მოუყარა თავი.

ფინალში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ "ვირტუსი" და "ბიელა". ბიელელებმა სწორედ იმდენი ქულა გაუშვეს, რამდენიც ნახევარფინალში ჩააგდეს - 79, ბოლონიელთა კალათში კი 76 ქულა მოათავსეს, რაც წაგებად დაუჯდათ. არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ "ბიელას" კალათბურთელები 27:16-ს იგებდნენ.

თუმცა ვირტუსელებს თამაშის შემოსატრიალებლად მეორე მეოთხედიც ეყოთ, რომლის შემდეგ 46:32 დაწინაურდნენ. ამის მერე კვლავ არათანაბარი თამაში გაჩაღდა და, როგორც მოგახსენეთ, საფინალო სირენამ ბოლონიელთა გამარჯვება დააფიქსირა - 79:76. ეს იყო სანიკიძის პირველი ტიტული ახალ სეზონში.

"ნატურჰაუსის" თასის გამარჯვებულთა შორის ქულები ასე გადანაწილდა: მაკინტაერი 14 ქულა, კოპონენი 14, პოეტა 16, ჰოუმანი 4, გაილიუსი 8, დაგლას რობერტსი 12, სანიკიძე 11. ვიქტორს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა - ფარიდან ასხლეტილ ბურთს 8-ჯერ დაეუფლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული