შერმადინის "კანტუში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option
როგორც იტალიური ვებ-გვერდი sportando.net იუწყება, გიორგი შერმადინის "კანტუში" გადასვლა გადაწყვეტილია და ქართველი ცენტრი რამდენიმე დღეში შეუერთდება იტალიურ კლუბს. აი, რას წერს ნახსენები საინფორმაციო საშუალება:

"როგორც იტალიური მედია იუწყება, გასულ ზაფხულს "კანტუსთან" კონტრაქტგაფორმებული ბელარუსი ცენტრი არტიომ პარახუსკი კარიერას "ვენეციაში" გააგრძელებს.

ბელარუსმა საკუთარი ძალები ვერ დაუმტკიცა "კანტუს" მწვრთნელებს და ის სხვა გუნდს გადაულოცეს. მისი შემცვლელი "ბენეტ კანტუმ" უკვე მოძებნა - ქართველი მეფარე გიორგი შერმადინი, რომელიც "პანათინაიკოსს" გასულ სეზონში "ოლიმპიაში" ჰყავდა განათხოვრებული".

"კანტუს" სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1 ოქტომბერს აქვს. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი
სუპერთასისთვის "სიენას" დაუპირისპირდება. შერმადინის ტრანსფერის ამბავიც სავარაუდოდ ამ მატჩამდე უნდა გადაწყდეს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული