ბო მაკალები არ გვეშვება

AutoSharing Option
ბო მაკალები აჩრდილივით თან დაგვყვება: ევრობასკეტზე მაკედონიის მაისურით საქართველოს ნაკრებს 27 ქულა რომ ჩაუგდო, გემახსოვრებათ.

მას მერე ბომ "მონტეპასკისთან" ერთად ნიკა მეტრეველის "დინამო სისარი" დაამარცხა, ახლა კი ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" აჯობა.

ბოლონიელები და სიენელები ერთმანეთს პირველობას "ბელაველიას მემორიალზე" ეცილებოდნენ . "მონტეპასკიმ" პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და მეოცე წუთამდე შეინარჩუნა. მეოთხე რაუნდის დაწყებამდე კი ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (50:54), თუმცა საბოლოო ანგარიშიც (65:79) ნათელჰყოფს, რომ მეოთხე პერიოდი "მონტეპასკისა" იყო.

ვიქტორმა სიენელებს 6
ქულა ჩაუგდო, ხოლო მაკალებმა 9 ქულა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი გამარჯვებულთა იტალიელი მოთამაშე პიეტრო არადორი გახდა - 21 ქულა.

მაკალებისა და ქართველთა დაპირისპირება ჯერაც არ დასრულებულა: შაბათს, 1 ოქტომბერს, "მონტეპასკი" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" იტალიის სუპერთასის მატჩში "დაეჭიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული