ქართველთათვის საინტერესო იყო სამი წყვილი: "გრან კანარია"-"არტლანდი", "მონსი"-"ბეშიქთაში" და "ლე მანი"-"კარშიაკა".
***
დავიწყოთ პირველით. ესპანურ "გრან კანარიაში" საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელები თამაშობენ: ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი. მათმა გუნდმა სტუმრადაც დაამარცხა "არტლანდი" და კუნძულზეც. განმეორებით შეხვედრაში "გრან კანარიამ" მეორე ტაიმში გატეხა გერმანელები და საბოლოოდ 92:65 იმარჯვა.
მარკიზ ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო
მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო ჰეინსის თანაგუნდელმა, შედარებით სტაჟიანმა კანარელმა ტორინ გრინმა. 16 წუთში მან 3 სამქულიანი მიზანს ააცილა, მატჩი 1 ქულითა და 3 პასით დაასრულა.
"არტლანდის" ძლევის შედეგად "გრან კანარია" ევროთასზე გადავიდა. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 11 ოქტომბერს გაიმართება.
***
გუშინდელ ნომერში გაცნობეთ, რომ "არმიასთან" ევროჩელენჯის ჯგუფში მოხვდა თურქული "ბეშიქთაში", რომელმაც შინ მოპოვებული რვაქულიანი უპირატესობა (78:70) ბელგიაში გაანიავა და "მონსთან" 63:74 დამარცხდა. შესაბამისად, თურქები ითამაშებენ ევროჩელენჯზე, ბელგიელები - ევროთასზე.
ეს ის შემთხვევაა, როცა თამაშს არა სახელი, არამედ შეთამაშება იგებს. "ბეშიქთაში" არაერთი ვარსკვლავითაა "მოჭედილი", რომელთაგან მხოლოდ სამის ჩამოთვლაც საკმარისია: დერონ უილიამი, მარსელიუს კემპი და დევიდ ჰოუკინსი. ქართული "არმია" ამ შემადგენლობას სტამბოლში 15 ნოემბერს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისში 6 დეკემბერს უმასპინძლებს.
"ბეშიქთაშისა" და "არმიას" გარდა B ჯგუფში მოხვდნენ ჰოლანდიის ჩემპიონი "ლეიდენი" და გერმანიის "გოტინგენი".
ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპი 8 ნოემბერს დაიწყება - გახსნით მატჩში "არმია" "გოტინგენს" მიიღებს.
***
თურქული "კარშიაკასა" და ფრანგული "ლე მანის" დაპირისპირება იმიტომ იყო საინტერესო, რომ ირკვეოდა "სოხუმის" შესაძლო მეტოქის ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ აინარს ბაგაცკისის გუნდი "მინსკის" ბარიერს გადალახავს, ევროჩელენჯის G ჯგუფში მოხვდება, სადაც დახვდება "ბონი" (გერმანია), "ტურკ ტელეკომი" (თურქეთი) და "კარშიაკა" (თურქეთი). ამ უკანასკნელმა "ლე მანთან" შინ 73:80 წააგო, სტუმრად - 78:80 და ევროთასზე ადგილი ფრანგებს დაუთმო, თავად კი ევროჩელენჯზე გადავიდა.
ქართველები ევროტურნირებზე. ევროჩელენჯი
A ჯგუფი
ნიტრა (სლოვეკეთი), ოლდენბურგი (გერმანია), ფუენლაბრადა (ესპანეთი), ნორჩოპინგი (შვედეთი)
B ჯგუფი
არმია (საქართველო), გოტინგენი (გერმანია), ბეშიქთაში (თურქეთი), ლეიდენი (ჰოლანდია)
კალენდარი
8 ნოემბერი
19:00 არმია-გოტინგენი
20:30 ლეიდენი-ბეშიქთაში
15 ნოემბერი
19:30 გოტინგენი-ლეიდენი
20:30 ბეშიქთაში-არმია
22 ნოემბერი
19:00 არმია-ლეიდენი
20:30 ბეშიქთაში-გოტინგენი
29 ნოემბერი
19:30 გოტინგენი-არმია
20:30 ბეშიქთაში-ლეიდენი
6 დეკემბერი
19:00 არმია-ბეშიქთაში
7 დეკემბერი
20:00 ლეიდენი-გოტინგენი
13 დეკემბერი
19:30 გოტინგენი-ბეშიქთაში
20:30 ლეიდენი-არმია
C ჯგუფი
გოვერლა (უკრაინა), პარდუბიცე (ჩეხეთი), როანი (საფრანგეთი), პროსტეხოვი (ჩეხეთი)/აკადემიკი (ბულგარეთი)
D ჯგუფი
ხიმიკი (უკრაინა), ვენტსპილსი (ლატვია), ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი), ატომერომუ (უნგრეთი)/ტრაისკირხენი (ავსტრია)
E ჯგუფი
კლუჟი (რუმინეთი), შალონი (საფრანგეთი), ანტვერპენი (ბელგია), პრიმორიე (რუსეთი)/ენისეი (რუსეთი)
F ჯგუფი
აალსტარი (ბელგია), ოლინ ერდინე (თურქეთი), ეთა (კვიპროსი), ტრიუმფი (რუსეთი)/კრასნიე კრილია (რუსეთი)
G ჯგუფი
ტელეკომი (თურქეთი), ბონი (გერმანია), კარშიაკა (თურქეთი), სოხუმი (საქართველო)/მინსკი (ბელარუსი)
კალენდარი
8 ნოემბერი
20:30 სოხუმი/მინსკი-ბონი
20:30 ტელეკომი-კარშიაკა
15 ნოემბერი
20:30 კარშიაკა-სოხუმი/მინსკი
16 ნოემბერი
19:30 ბონი-ტელეკომი
22 ნოემბერი
20:30 სოხუმი/მინსკი-ტელეკომი
20:30 კარშიაკა-ბონი
29 ნოემბერი
20:30 კარშიაკა-ტელეკომი
30 ნოემბერი
19:30 ბონი-სოხუმი/მინსკი
6 დეკემბერი
20:30 ტელეკომი-ბონი
20:30 სოხუმი/მინსკი-კარშიაკა
13 დეკემბერი
20:30 ტელეკომი-სოხუმი/მინსკი
20:30 ბონი-კარშიაკა
H ჯგუფი
კერავნოსი (კვიპროსი), არტლანდი (გერმანია), პო ორტეზი (საფრანგეთი), ტამპერე (ფინეთი)/შჟოლნოკი (უნგრეთი)
მითითებულია ლოკალური დრო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"