ეს ინფორმაცია თურქულმა სააგენტოებმა გუშინ გაავრცელეს. ქართველი ცენტრი სტამბოლურ კლუბში მანამ ითამაშებს, სანამ NBA-ში გაფიცვა არ დასრულდება. ამერიკაში მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და წარმოუდგენელია, ახალი სეზონი იანვრამდე "დაიქოქოს".
ზაზა ფაჩულიას "გალათასარაის" გარდა, როგორც გითხარით "ბეშიქთაშიც" ეპატიჟებოდა. ამ კლუბში NBA-ს ვარსკვლავი დერონ უილიამსი ირიცხება, თუმცა თურქებს ვერც ის დაეხმარა ევროთასის საგზურის მოპოვებაში. ამიტომ, "ბეშიქთაში"
"გალა" ევროლიგის D ჯგუფში ფავორიტებთან მოხვდა: "ბარსელონას" (ესპანეთი), "მონტეპასკი" (იტალია), "პროკომი" (პოლონეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "უნიქსი" (რუსეთი). ევროლიგის პირველი ტური 19 ოქტომბერს გაიმართება, "გალათასარაი" პოლონურ "პროკომს" ესტუმრება.
თურქეთის ჩემპიონატი 15 ოქტომბერს დაიწყება, ფაჩულიას ახალი კლუბის მეტოქე "ოლინ ერდინე" იქნება.
ქართველი კალათბურთელის დამატებით სტამბოლელებმა წინა ხაზი საგრძნობლად გააძლიერეს. მათ სხვა პოზიციებზეც გამორჩეული კალათბურთელები ჰყავთ: სლოვენიელი გამთამაშებელი იაკა ლაკოვიჩი, რომელიც შარშან "ბარსელონას" ღირსებას იცავდა; ლიტველი დარიუს სონგაილა, რომელიც "ფილადელფიას" წევრია და ევროპაში ლოკაუტის გამო ჩამოვიდა; ენდერ არსლანი, ვინც ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.
გუშინვე გამოქვეყნდა კიდევ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც ფაჩულიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ: ესპანური "კახა ლაბორალი" და ბელგიის "შარლერუა". ორივე ევროლიგის წარმომადგენელია. შერლერუელების შემედგენლობაში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე შენგელია ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ამერიკაში წავიდა თურქეთიდან, სადაც 1999 წლიდან 2003-მდე "ულქერსპორის" ღირსებას იცავდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"