მურმანის ეკალი შერმადინსა და "კანტუს" შორის

AutoSharing Option
გიორგი შერმადინით "კანტუ" რომ დაინტერესდა, ერთი კვირის წინათ ვწერდით. თუმცა მაშინ არაერთი საკითხი იყო გასარკვევი, რომელთა შორის უმთავრესი "პანათინაიკოსში" დარჩენის საქმე იყო.

უნდა გარკვეულიყო, გააგრძელებდა თუ არა კარიერას გიორგი ბერძნულ გრანდში, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ აკავშირებდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ შერმადინი "პანათინაიკოსს" დატოვებს. ამის შესახებ ბერძნული წყაროები იუწყება: "მწვანეების" ღია კარის დღეზე წარადგინეს ყველა კალათბურთელი, რომელთა შორის არ იყო 22 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი.

მისი იტალიაში გა
დასვლაც თითქმის გადაწყვეტილია. "კანტუს" მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერი დიდი ხანია, შერმადინს აკვირდება და მის გადაბირებას წლეულს დაადგა თავი. თუმცა გიორგის მოცდა უწევს: კანტუელთა რიგებში ვარჯიშობს ბელარუსი ცენტრი არტიომ პარახუსკი, რომლის გუნდიდან წასვლაც გადაწყვეტილია. სწორედ მისი ადგილი უნდა დაიკავოს შერმადინმა.

იყო ლაპარაკი, რომ ბელარუსი კალათბურთელი "ვენეციაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვენეციელებმა სხვა ცენტრი აიყვანეს.

სხვა გზა არ არის, ჩვენც დაველოდოთ. ამასობაში კი იტალიის ჩემპიონატი მოახლოვდა, მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუსთან" ერთად ახალ სეზონს 9 ოქტომბერს გახსნის - კრემონას "ვანოლის" ესტუმრება. შერმადინის მომავალი და მარკოიშვილის ახლანდელი კლუბი ევროლიგას 19 ოქტომბერს დაიწყებს - პირველ მატჩში ფრანგულ "ნანსის" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული