სერია A-ს სერიული ქართული მოგებები

AutoSharing Option
იტალიის ახალი ჩემპიონატი ქართული გამარჯვებებით გაიხსნა. მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" სტუმრად "კრემონა" 72:60 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა 16 წუთში 10 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" ბოლონიაში "რომას" დასაძლევად ოვერტაიმი დასჭირდა. ძირითადი დრო 71:71 დასრულდა, საბოლოოდ 93:91 "ვირტუსის" სასარგებლოდ. ვიქტორმა სწორედ იმდენი ჩააგდო, რა ნომერიც ზურგზე აწერია - 13 ქულა (6 მოხსნა 34 წუთში).

სერია A-ს 9 ქულითა და 5 მოხსნით (18 წუთში) დაუბრუნდა ნიკა მეტრეველი, რომლის "დინამო სისარიმ" "მონფერატო" 78:58 დაამარცხა. მანამდე, 2008-10 წლებში ნიკას "მონტეპასკის" მაისურით 5 მატჩი
ჰქონდა ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული