მარკიზ ჰაინსი "გრან კანარიას" მარცხში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერადივიზიონის პირველ ტურში ორი ქართულპასპორტიანი ამერიკელი - ტორინ გრინისა და მარკიზ ჰაინსის "გრან კანარია" სტუმრად "უნიკახასთან" თამაშობდა.

სამწუხაროდ, კანარიელებმა 68:85 წააგეს, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა თავი გამოიჩინეს.

წაგებული "გრან კანარიის" შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგი მარკიზ ჰაინსმა აჩვენა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26,28 წუთში თავისიანთაგან საუკეთესო იყო.

ჰაინსმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, მარკიზმა კანარიელთაგან უმეტესი - 15 ქულა მიითვალა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა და კუნძულელთაგან
საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მის შემდეგ საუკეთესო ტორინ გრინი იყო, რომელმაც 13 წუთში 10 ქულა მოაგროვა. გრინისა და ჰაინსის გარდა კანარიელთაგან 10-ქულიანი ზღვარი ვერავინ დაძლია.

მეორე ტურში, 12 ოქტომბერს, "გრან კანარია" "კახა ლაბორალს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული