გიორგი შერმადინის შემდგარი ტრანსფერი

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი "კანტუში" ითამაშებს - ამის შესახებ გუშინ გუნდის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ გიორგის "პანათინაიკოსიდან" წასვლის საკითხი გასულ კვირას გადაწყდა, ასევე ცნობილი იყო, რომ იგი "კანტუში" ითამაშებდა, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე აუცლებელი იყო, გუნდი დაეტოვებინა ბელარუს არტიომ პარახუსკის, რომლის ადგილიც შერმადინს უნდა დაეკავებინა.

საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა და გიორგი მეოთხე ქართველი კალათბურთელია წლეულს ევროლიგაზე რომ ითამაშებს. ზაზა ფაჩულია "გალათასარაის" დაეხმარება, თორნიკე შენგელია - "შარლერუას", ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი - "კანტუს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული