ზაზას ოროვერტაიმიანი დებიუტი

AutoSharing Option
გუშინ საღამოს თურქეთში პრეზიდენტის თასისთვის ერთმანეთს "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე-ულქერი" დაუპირისპირდნენ. "გალას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას, რომელმაც გუნდის ძირითად შემადგენლობასთან პირველი ვარჯიში ორშაბათს ჩაატარა.

ალბათ ამიტომაც, პრეზიდენტის თასზე მან მხოლოდ 7 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში ფაჩულიამ ბურთი ორჯერ მოხსნა, 4 ორქულიანი ისროლა, თუმცა არაზუსტად.

შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა - გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო. ძირითადი დრო 78:78 დასრულდა, პირველი ოვერტაიმი - 85:85, მეორე დამატებით ხუთწუთეულში კი "გალათასარაიმ" 103:97 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის თასი ზაზას 2002-03
წლების სეზონშიც აქვს მოგებული, ოღონდ "ულქერის" მაისურით.

მორიგ მატჩს "გალა" 15 ოქტომბერს თურქეთის ჩემპიონატში ჩაატარებს - "ოლინ ერდინეს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული