თორნიკე შენგელიას წარმატებული თამაში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა "შარლერუაში". ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში შარლერუელებმა "ანტვერპერ ჯაიანთსს" უმასპინძლა და 72:65 დაამარცხა.

20 წლის ქართველი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

მოედანზე გატარებულ 23 წუთში შენგელიამ 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 6 ცდიდან თოკომ 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 8 სროლიდან 6 გაარტყა მიზანში.

"შარლერუას" მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ჰილი (14), გრინი (14) და ბეგინი (11) გადასცდნენ, ანტვერპენელებს კი 16 ქულით ბლეკმა ულიდერა.

ორიდან 2 გამარჯვებით
"შარლერუა" პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურს სტუმრად, 15 ოქტომბერს, "დექსია მონსთან" ჩაატარებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული