ფაჩულიამ თერთმეტით გახსნა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ თურქეთის პირველობაზე 2003 წლის შემდეგ პირველი მატჩი შაბათს გამართა და "გალათასარაის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა: 18 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ფაჩულია თურქეთიდან ამერიკაში წასვლამდეც მე-13 ნომრით თამაშობდა და წლეულსაც ზურგზე 13 დაიწერა.

ჩემპიონატის გახსნით მატჩში 10-ქულიან ზღვარს ხუთი სტამბოლელი ასცდა, რომელთა შორის ყველაზე მეტი ლიტველმა დარიუს სონგაილამ ჩააგდო - 19.

"ოლინ ერდინეს" ვერც საკუთარი გულშემატკივარი დაეხმარა ევროლიგის წარმომადგენელი "გალათასარაის" დამარცხებაში. ზაზას გუნდმა დამაჯერებლად მოიგო - 98:71.

"გალას" მომდევნო თამაში ევროლიგაზე ელის- პოლონეთს ეწვევა,
სადაც 19 ოქტომბერს "პროკომს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული