შენგელიას 11 ქულა და 9 მოხსნა "სამეფო გუნდის" წინააღმდეგ
AutoSharing Option
ევროლიგაში თორნიკე შენგელიას "შარლერუა" გუშინ ჩაერთო. პირველივე ტურში მისი მეტოქე მადრიდის "რეალი" იყო, შესაბამისად ფავორიტადაც "სამეფო კლუბი" ითვლებოდა და სტატუსიც "მეფურად" გაამართლა - ბელგიაში 100:76 მოიგო.
"რეალს" არ შეეპუა 20 წლის ქართველი ფორვარდი შენგელია, რომელმაც თავი არაერთი ლამაზი დრიბლინგით დაგვამახსოვრა. ერთით მეტი რომ მოეხსნა იგი ორმაგ დუბლს გამორჩებოდა: 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა, 1 დაფარება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.