"კანტუ" სერია A-ს დებიუტანტ "ვენეციას" სტუმრობდა და დაძაბულ ბრძოლაში - 80:76 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველების გუნდი ქულით იგებდა, გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე კი კანტუელები 59:55 ლიდერობდნენ და საბოლოოდაც 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
მანუჩარ მარკოიშვილი ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მასაც არ უთამაშია ბევრი
თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ესროლა შერმადინმაც. 9 წუთში გიორგიმ 3-დან სამივე ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა. ერთი სიტყვით, ქართველებმა თავისი წვლილი შეიტანეს კანტუელთა გამარჯვებაში.
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, ისიც სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მის გუნდს მილანში "არმანის" წინააღმდეგ ვერაფერი უშველა. ბოლონიელები 64:79 დამარცხდნენ. სანიკიძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 10 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (15) ბოლონიელთაგან მას მხოლოდ ჯუზეპე პოეტამ (17) აჯობა. ვიქტორმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 ორიანი ჩააგდო. საჯარიმო სროლა მას არ შეუსრულებია.
სერია A-ს სამიდან 3 გამარჯვებით "კანტუ" ლიდერობს. ორიდან 2 გამარჯვების მქონე "სიენა" კი ამ ტურის მატჩს დღეს გვიან ღამით ატარებს. რაც შეეხება სანიკიძის გუნდს, "კანადიან სოლარი" 1 მოგებითა და 2 წაგებით მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას "კანტუ" შინ 29 ოქტომბერს "სკავოლინისთან" ჩაატარებს, ხოლო ბოლონიელები 30 ოქტომბერს "კრემონას" უმასპინძლებენ.
gbf.ge