თორნიკე შენგელიას სტამბოლური სენსაცია

AutoSharing Option
ევროლიგაზე ყოფილა შემთხვევები, ერთ ქართველს (მაგალითად ვლადიმერ ბოისას) 30 ქულა ჩაუგდია, მაგრამ ერთდროულად სამ ჩვენიანს ერთ დღეში მოეგროვებინოს 25 ქულა, ასეთი ფაქტი პირველად გუშინ დაფიქსირდა.

"კანტუმ" ესპანეთში "კახა ლაბორალთან" 69:81 დათმო. სტუმართა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა 17 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი ტელეტოვიჩთან და ბიელიცასთან ერთად საუკეთესო იყო - 17. მანუჩარ მარკოიშვილმა - 14 წუთში 6 ქულა (3-დან 2 სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი
და 1 ჩაჭრა გაიფორმა.

ისევე როგორც შერმადინი და მარკოიშვილი, თორნიკე შენგელიაც სასტარტო იყო. მისმა "შარლერუამაც" სტუმრად ითამაშა, თუმცა "კანტუსგან" განსხვავებით სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - სტამბოლში "ეფესი" 80:79 დაამარცხა. ილიასოვა, თუნჩერი, სავანოვიჩი, ილიევსკი, ვუიაჩიჩი, კინსი... - აი, ვინ თამაშობდა "ეფესში".

თორნიკემ 17 წუთიდან მაქსიმუმი გამოწურა: 8-8 ქულა-მოხსნა, 4 პასი. მან მატჩი ხუთი ფოლით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული