შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 5 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
შარლერუელ თორნიკე შენგელიას ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოუწია .

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი "შარლერუას" საკუთრებაა, თუმცა გასულ სეზონში შედარებით სუსტ "პეპინსტერში" იყო განათხოვრებული. სწორედ ამ გუნდს შეხვდა სტუმრად "შარლერუა" და საბოლოოდ იოლი გამარჯვებაც გაიფორმა - 103:78.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა მეტოქის ფარს შორი მანძილიდან 3-ჯერ შეუტია და სამივე სროლა ააცილა. თორნიკემ 4-დან 2 ოქრულინი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3 ცდიდან მხოლოდ 1 მოათავსა პეპინსტერელთა კალათში. შენგელიას საბოლოოდ 5
ქულა, 2 მოხსნა 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.

"შარლერუა" "ოკაპისთან" ერთად ბელგიის ჩემპიონატს ლიდერობს. ორივე გუნდს 4 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში,5 ნოემბერს, შარლერუელები შინ "ლუვენს" შეხვდებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული