სანიკიძემ ბოლონიელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა კი იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "კრემონა" დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით - 80:78 დაამარცხა.

დაძაბულობა მატჩს ბოლო მეოთხედში შეემატა, როცა სტუმრებმა გვარიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მოგების რეალური შანსი ჰქონდათ. მესამე მეოთხედის წინ სანიკიძის "კანადიან სოლარი" 61:46 იგებდა და საქმეც თითქოს მოთავებული იყო, თუმცა კრემონელებმა ამერიკელი ლეგიონერის - ვონ ვაფერის წყალობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და რომ არა ბოლონიელთა მიერ ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტე, ალბათ სტუმრები იმარჯვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე სანიკიძემ
2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

სანიკიძე ტადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. როგორც აღვნიშნეთ, სანიკიძეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ბოლონიური გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით "კანადიან სოლარი" მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანიკიძის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "ტერამოსთან" გამართავს.

ტურის ბოლო მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" მილანის "არმანი ჯინსს" უმასპინძლა და უშანსოდ - 60:88 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი ითამაშა და თავისიანებს 6 ქულა შეაშველა. ნიკამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მას თითო მოხსნა და დაფარებაც ჰქონდა. ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ მილანელებს 20 ქულა ჩაუგდო, მაგრამ თავისიანებს მაინც ვერაფერი უშველა. 4 ტურის შემდეგ დინამოელებს 2 მოგება აქვთ და მეათე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას მეტრეველის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "აველინოსთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული