ზაზა ფაჩულია: ისევ ის კუნთი...

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმ", რომელმაც "პინარ კარშიაკას" 79:72 მოუგო. ეს მიმდინარე პირველობაზე "გალას" მესამე გამარჯვებაა.

ქართველი ცენტრი მწვრთნელს მატჩის განაცხადში არ შეუყვანია. ამის მიზეზი ტრავმაა, რომლის გამოც ზაზამ შუა კვირაში ევროლიგის მორიგი ტურის მატჩიც (ყაზანის "უნიქსთან") გამოტოვა. ჩვენი ნაკრების კაპიტანს უკვე ორი მატჩი გაუცდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტრავმა მსუბუქი არ არის. ამის გასარკვევად ზაზას სტამბოლში შევეხმიანეთ.

- თურქეთის პირველობის მეორე ტურის მატჩში "ბანვიტთან" ფეხის ძველი ტრავმა გამიმიზეზდა: კუნთი ხელახლა გამიწყდა. როგორც ჩანს, სრულად არ
იყო მოშუშებული, - გვითხრა ფაჩულიამ.

ნამდვილად არასასიამოვნო ამბავია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა შემთხვევაში ექიმებმა ქართველ ცენტრს ერთთვიანი დასვენება გამოუწერეს.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ფაჩულიამ ფეხის კუნთი პირველად ამა წლის 5 სექტემბერს ბულგარეთთან მატჩში გაიწყვიტა.

- ბულგარეთთან შეხვედრის წინ ფეხი კი მაწუხებდა, მაგრამ შევიხვიე და მეგონა, სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ თამაშისას ვიგრძენი როგორ გაწყდა კუნთი. ბოლო წუთებზე თამაშში ჩართვა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი, ერთი თვე მომიწევს დასვენება, - ესეც ზაზას სიტყვებია. სწორედ ამის გამო იგი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს მეორე ეტაპზე ვერ დაეხმარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული