კვიპროსშიც 16 - ლეჟავას სარეკორდო მატჩი

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. თუ წინა ტურში ბესიკ ლეჟავას "აპოლონმა" იუქმა, ამჯერად ნიკა ჩხატარაშვილის ენად-მა დაისვენა.

"აპოლონმა" ორწაგებიან აეკ-ს უმასპინძლა და ფაქტობრივად მესამე პერიოდის ბოლოს გაინაღდა გამარჯვება, როცა 74:56 დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში აეკ-მა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და 77:93 დამარცხდა.

პოპულარულ საკალათბურთო საიტ "ევრობასკეტზე" მოკლე მიმოხილვაში ვკითხულობთ: "დიდებულად გაისარჯა "აპოლონის" ქართველი უკანახაზელი ბესიკ ლეჟავა, რომელმაც 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. იგი მხოლოდ შეტევაში როდი გამოირჩა, დაცვაშიც დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა".

გასაკვირია, მაგრამ მიმოხილვაში არაფერი წერია აპოლონელთა ბომბარდირ რაიმონდზე,
რომელმაც 21 ქულას მოუყარა თავი.

ლეჟავას თანაგუნდელებს სამი ტურის შემდეგ ორი მატჩი აქვთ ჩატარებული, თითო მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილის შუაში არიან.

ჩხატარაშვილის ენად-მა აქამდე ორი მატჩი ითამაშა და ჯერ ერთი არ მოუგია.

ქართველ-კვიპროსელებს მომდევნო შეხვედრებამდე ბევრი ცდა მოუწევთ - 18 ნოემბერს ითამაშებენ. "აპოლონი" "ომონიას" მიიღებს, ხოლო ენადი - აეკ-ს ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული