ასეც მოხდა და მწვრთნელის ცემის გამო გუნდიდან მოკვეთილი ამერიკელი კალათბურთელის არყოფნაში ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდოდ ბევრი - 34 წუთი გაატარა.
ეს მის შედეგიანობაზეც აისახა და სანიკიძე ბოლონიელთა შორის საუკეთესო იყო.
ვიქტორს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, თუმცა ამაზე მეტად სამწუხარო ისაა, რომ მისმა გუნდმა დასანანი შეხვედრა წააგო.
ბოლონიელები სტუმრად "ტერამოს" ხვდებოდნენ და შეხვედრა დაძაბულ ფინალში - 72:73 დათმეს. უნდა აღინიშნოს, რომ სანიკიძის გუნდი მთელი თამაშის
სანიკიძემ 5 ორქულინიდან 3 ჩააგდო, რასაც 8-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა.საბოლოოდ ვიქტორის ანგარიშზე 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, მას ბოლონიელთა შორის ყველაზე მაღალი საერთო სარგებლიანობის მაჩვენებელი (15) ჰქონოდა.
საკუთრივ 16 ქულა კი მატჩში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბოლონიელებს 2 მოგების ფონზე მესამე მარცხი მოუგროვდათ და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.
წააგო მარკოიშვილის გუნდმაც. კანტუელები ტრევიზოში "ბენეტონს" ეწვივნენ და მოულოდნელად იოლად - 55:72 დამარცხდნენ.
ევროლიგაში ჩატარებული ჩინებული თამაშის შემდეგ, ქართველთა კლუბი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მეტოქეს ყველა მეოთხედი დაუთმო.
მარკოიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 30 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. "მანუმ" 6-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 3 სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.
ამჯერად, ნაკლებად დაიტვირთა შერმადინი. ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გამოჩნდა და 3 ქულასა და 3 მოხსნას დასჯერდა. გიორგიმ ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ოთხი ჯარიმა მიიღო, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. "ბენეტ კანტუს" 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
დამარცხდა და თავიც ვერ გამოიჩინა "დინამო სასარის" ქართველმა წევრმა ნიკა მეტრეველმა. მისი გუნდი სტუმრად "აველინოს" შეხვდა და 79:96 წააგო. ჩვენებურმა მოედანზე 7 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც ერთედართი მოხსნა მიითვალა.
gbf.ge