ცქიტიშვილის დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონ "მაჰრამში" გადასული ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი თავის ახალ გუნდს კიდევ ორი თამაშის მოგებაში დაეხმარა.

ირანის მოქმედმა ჩემპიონმა ქვეყნის პირველობის მეხუთე ტურში 21 ქულით დაამარცხა "პოუია", ქართველმა ფორვარდმა კი გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა - 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება.

"მაჰრამიმ" მეექვსე ტურშიც იმარჯვა და ცქიტიშვილმა "ჰაფართან" 13 ქულით მოგებულ თამაშში ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 14 მოხსნა და ამას 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაურთო.

ქართველ ფორვარდს ირანულ გუნდში
სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული და ორჯერ მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება, ხოლო მესამეში ერთი მოხსნა დააკლდა.

"მაჰრამს" ექვს ტურში ექვსი მოგება აქვს და "ზობ აჰანთან ერთად" ქვეყნის შემპიონატს ლიდერობს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი კალათბურთელია მაგრამ რაღაც ნაკლებად შრომისმოყვარეა და ნაკლებად მიზანდასახული. შესაძლოა სათანადო მწვრთნელის ხელში არ მოხვედრილა. თუმცა მაინც ყველაზე ნიჭიერია.
0

სიახლეები პოპულარული