ტაკორონტედან სან ისიდოროში

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველმა უკანახაზელმა გრიგოლ შვანგირაძემ კლუბი გამოიცვალა. იგი მომავალ სეზონში კუნძულ ტენერიფეს ქალაქ სან ისიდოროს ამავე სახელწოდების კლუბში ითამაშებს. კონტრაქტი ერთწლიანია.

შეგახსენებთ, რომ შვანგირაძე გასულ სეზონში "ტაკორონტეს" მაისურით ება-ს ლიგაში თამაშობდა, მანამდე კი "არონას" ღირსებას იცავდა.
ახალ კლუბზე თავად გრიგოლი მოგვიყვება.

- "სან ისიდოროც" ება-ს წარმომადგენელია. დაახლოებით ისეთი დონის გუნდია, როგორიც "ტაკორონტე", თუმცა აქ გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მეტი სათამაშო დრო მექნება. "ტაკორონტეში" მწვრთნელი არ მენდობოდა.

- გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობ?
- "სან ისიდოროს" ორი კვირის წინ შევუერთდი და ახალი
სეზონისთვის აქტიურად ვემზადები. იმედი მაქვს, წარმატებული სეზონი გამოგვივა.

- შენ გარდა კლუბში რამდენი ლეგიონერია?
- ერთი ლიტველი და ერთიც სენეგალელი. პირველი 200 სმ სიმაღლისაა, მეორე - 206. საერთო ჯამში ნორმალური შემადგენლობაა შეკრებილი. გუნდი კარკადაა დაბალანსებული.

- რომელ პოზიციაზე მოგიწევს თამაში?
- ფლანგზე, მეორე-მესამე ნომრად. აქამდეც სწორედ ამ პოზიციებზე ვთამაშობდი, იშვიათად - გამთამაშებლად.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული