შეგახსენებთ, რომ შვანგირაძე გასულ სეზონში "ტაკორონტეს" მაისურით ება-ს ლიგაში თამაშობდა, მანამდე კი "არონას" ღირსებას იცავდა.
ახალ კლუბზე თავად გრიგოლი მოგვიყვება.
- "სან ისიდოროც" ება-ს წარმომადგენელია. დაახლოებით ისეთი დონის გუნდია, როგორიც "ტაკორონტე", თუმცა აქ გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მეტი სათამაშო დრო მექნება. "ტაკორონტეში" მწვრთნელი არ მენდობოდა.
- გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობ?
- "სან ისიდოროს" ორი კვირის წინ შევუერთდი და ახალი
- შენ გარდა კლუბში რამდენი ლეგიონერია?
- ერთი ლიტველი და ერთიც სენეგალელი. პირველი 200 სმ სიმაღლისაა, მეორე - 206. საერთო ჯამში ნორმალური შემადგენლობაა შეკრებილი. გუნდი კარკადაა დაბალანსებული.
- რომელ პოზიციაზე მოგიწევს თამაში?
- ფლანგზე, მეორე-მესამე ნომრად. აქამდეც სწორედ ამ პოზიციებზე ვთამაშობდი, იშვიათად - გამთამაშებლად.