ფაჩულიასა და "გალას" მორიგი წარმოდგენა

AutoSharing Option
ისევე როგორც თორნიკე შენგელიას "შარლერუას", შიდა ჩემპიონატში ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმაც" მეექვსე მატჩი მოიგო. თურქეთის პირველობაზე მასაც ერთი წაგება აქვს.

ბოლო ტურში "გალამ" "სოხუმიდან" წასული მარკ სალიერსის "ტრაბზონსპორს" უმასპინძლა და 20 ქულის სხვაობით დაამარცხა - 87:67.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც სწორედ იმდენი წუთი ითამაშა, რა ნომერიც "ატლანტაში" ზურგზე აწერია: 27 წუთი, 11 ქულა, 12 მოხსნა. ეს მისი მეორე ორმაგი დუბლია "გალათასარაის" მაისურით. პირველი დაბლ-დაბლი მან გასულ კვირას "პროკომთან" ევროლიგის მატჩში მიითვალა.

მკითხველს, ალბათ, ძალიან აინტერესებს,
რამდენ ხანს დარჩება ზაზა თურქეთში. მოგეხსენებათ, NBA-ში ლოკაუტი დასრულდა და ახალი სეზონი 25 დეკემბერს დაიწყება.

- ჯერჯერობით სტამბოლში ვარ, ამერიკაში დეტალების საბოლოოდ გარკვევას ველი. სავარუდოდ მომავალი ორშაბათიდან შევუერთდები "ატლანტას", - გვითხრა ფაჩულიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული