ნიკოლოზ ცქიტიშვილს ტრავმა აქვს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილს ტრავმა აწუხებს. ამ მიზეზით ქართველმა ფორვარდმა ირანის ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

მისი გუნდი "მაჰრამი" ჯერ აუტსაიდერ "გორგანს" შეხვდა, გასულ ტურში კი "ჯაჰეშს" დაუპირისპირდა. ორივე მატჩი მაჰრამელებმა სტუმრად გამართეს, თუმცა გამარჯვებების მოპოვება არ გასჭირვებიათ.

გორგანში ცქიტიშვილის გუნდმა 79:71 მოიგო, ხოლო ჯაჰეშში მასპინძლები 100:64 გაანადგურა. ამ შეხვედრებში ცქიტიშვილის უთამაშებლობის მიზეზი ფეხის ტრავმაა.

წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი მომდევნო ტურში, დღეს მესამე ადგილზე მყოფ "აზადის" წინააღმდეგ ითამაშებს. თავად "მაჰრამი" კი 8 შეხვედრიდან 8 გამარჯვებით "ზობ აჰადთან" ერთად ირანის ჩემპიონატს ლიდერობს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული