პირველად ხუთეულში და ნანატრი გამარჯვება

AutoSharing Option
დიდი ხნის შესვენების შემდეგ ესპანეთის პირველობაზე გამარჯვებას მიაღწია ქართულპასპორტიანი ამერიკელების გუნდმა "გრან კანარიამ".

კუნძულელებმა "ხუვენტუდს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 77:71 დაამარცხეს.

მარკიზ ჰეინსი და ტორინ გრინი სეზონში პირველად სასტარტო ხუთეულში ერთდროულად მოხვდნენ. ჰეინსმა 14:30 წუთი ითამაშა და მოედანი 3 ქულით, 2 პასით და 1 მოხსნით დატოვა.

გრინმა მეტ ხანს ითამაშა: 17 წუთში მხოლოდ 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჰეინსის დარად გრინმაც 3 სამქულიანი და 2 ორიანი ააცილა.

კანარიელებს მაიკლ ბრამოსმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა, ხოლო სპენსერ ნელსონმა და
ხუან პალაჩიომ 14-14 მოინაგრეს.

ამ გამარჯვებამ "გან კანარია" მე-12 ადგილზე აღაზევა. კუნძულელებს 9 შეხვედრიდან 3 მოგება აქვთ. მომდევნო შეხვედრას ჰეინსი-გრინის გუნდი კატალონიაში "ბარსელონას" წინააღმდეგ 4 დეკემბერს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული