"კანტუს" სერბი თავდამსხმელი გამოაკლდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინს, სავარაუდოდ, სათამაშო დრო გაეზრდება. იტალიურმა "კანტუმ" 207 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელი დაკარგა.

სერბმა მარკო ჩეკიჩმა სერია A-ს ბოლოსწინა ტურში "კასერტას" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, ახლა კი გაირკვა, რომ ფეხის მორჩენა ოპერაციის გარეშე ვერ მოხერხდება. ჩეკიჩი ამ კვირაში ოპერაციას გაიკეთებს, ხოლო მოედანს, ექიმების წინასწარი ვარაუდით, 5 თვეში დაუბრუნდება.

კანტუელები უკვე შეუდგნენ მისი შემცვლელის ძიებას. მართალია, შერმადინი ცენტრის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა რა თქმა უნდა იმას, რომ ძირითადი თავდამსხმელის დაკარგვა გუნდის დანარჩენ ტანმაღალ მოთამაშეებს სათამაშო დროს გაუზრდის. "კანტუ" დღეს ღამე ევროლიგის მორიგ შეხვედრას
გამართავს ჯგუფის ლიდერ "კახა ლაბორალთან".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული