იტალიის სერია A-ში კვლავ წარმატებით ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ. "ანჯელიკო ბიელასთან" გასვლით მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, რითაც იტალიაში ზედიზედ მეოთხედ შეასრულა ორმაგი დუბლი.
თუმცა მისი შედეგიანობა საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდის გამარჯვებისთვის, სანიკიძის "კანადიან სოლარი" 78:83 დამარცხდა და ცხრა მატჩში ხუთი გამარჯვებით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა.
msy.gov.ge