ირანის ჩემპიონატის ლიდერ "მაჰრამში" მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა ნოემბრის ბოლოს ფეხის ტრავმა მიიღო და თავის გუნდს ვერ ეხმარებოდა. გასული ტურის მატჩში კი ცქიტიშვილი მოედანზე გამოჩნდა და მაჰრამელებს პრინციპული მეტოქის დამარცხებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
"მაჰრამი" უშუალო კონკურენტ "ზობ აჰანს" სტუმრად ხვდებოდა. მერვე ტურამდე ამ გუნდებმა თანაბრად იარეს - ორივემ ყველა მატჩი მოიგო. თუმცა მეცხრე და მეათე ტურში "ზობ აჰანმა" ორივე შეხვედრა წააგო და ცქიტიშვილის გუნდს ჩამორჩა. ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა გასული, მე-11 ტურის
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთით გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრი ამ შედეგით თავის გუნდში მეორე იყო.
gbf.ge