მანუსა და შერმადინის "კანტუ" სპირეოსში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელებით გაძლიერებული "კანტუ", რომელსაც ევროლიგის ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს, მორიგ ტურში დამარცხდა.  

იტალიური გუნდი ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" სპირეოსში ესტუმრა და 61:86 დამარცხდა.

იტალიურ კლუბში მაღალ დონეზე მხოლოდ ვლადიმირ მიკოვი გაისარჯა, რომელმაც 34 წუთში 17 ქულა მოაგროვა, დანარჩენებს კი, მათ შორის ქართველ კალათბურთელებს თამაში დიდად არ წაუვიდათ. შერმადინმა მოედანზე 18:08 წუთი გაატარა და ოთხ ქულას 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ
დაჯარიმდნენ.

22:10 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა მარკოიშვილმა. მანუჩარმა 6-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ერთი შეცდომა დაუშვა, ოთხჯერ დაჯარიმდა, ხოლო მასზე ფოლი ორჯერ აიღეს.

"ოლიმპიაკოსის" რიგებში რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩა, ყველაზე კარგად კი ვასილისი სპანულისმა ითამაშა - 22 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი.

ცხრა ტურის შემდეგ A ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარება შეიქმნა. ოთხ გუნდს - "კახა ლაბორალს", "ოლიმპიაკოსს", "ფენერბაჰჩესა" და "კანტუს" 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა.

ბოლო ტურში, რომელიც 22 დეკემბერს შედგება, ქართველთა კლუბი სტამბულის "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავოს.

კახა ლაბორალი     5 4 730 688 14
ოლიმპიაკოსი        5 4 703 683 14
ულქერი                 5 4 702 682 14
კანტუ                    5 4 648 661 14
ბილბაო                 4 5 699 683 13
ნანსი                     3 6 669 754 12

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული