ამასთან, შერმადინმა პირველ წრეში "კანტუს" მიერ პირეოსელთა ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა...
- ნოემბრის მატჩი არასოდეს დამავიწყდება - იტალიაში "ოლიმპიაკოსთან" მეტად დაძაბულ მატჩში გავიმარჯვეთ. ბოლო წამზე ჩემმა დაფარებამაც დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში.
კარგად მახსოვს "პანათინაიკოსის" მაისურით "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრები. პირეოსელებს ყოველთვის მაღალი დონის გუნდი ჰყავდათ, ხოლო მათი დიდი პლუსი საშინაო მატჩებია. ამიტომ, უნდა
"კანტუ" ჩვეულად ვერ გაისარჯა და გამარჯვება საბერძნეთში დატოვა... იტალიურმა გუნდმა "ოლიმპიაკოსთან" 61:86 დათმო.
"კანტუში" მაღალ დონეზე მხოლოდ ვლადიმირ მიკოვი გაისარჯა, რომელმაც 34 წუთში 17 ქულა მოაგროვა, დანარჩენებს კი, მათ შორის ქართველ კალათბურთელებს თამაში დიდად არ წაუვიდათ.
შერმადინმა მოედანზე 18:08 წუთი გაატარა და 4 ქულას 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.
22:10 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა მანუჩარ მარკოიშვილმა. მანუმ 6-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ერთი შეცდომა დაუშვა, ოთხჯერ დაჯარიმდა, ხოლო მასზე ფოლი ორჯერ აიღეს.
"ოლიმპიაკოსის" რიგებში რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩა, ყველაზე კარგად კი ვასილის სპანულისმა (რომელიც "პანათინაიკოსში" შერმადინის თანაგუნდელი იყო) ითამაშა - 22 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი.
ცხრა ტურის შემდეგ A ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარება შეიქმნა. ოთხ გუნდს - "კახა ლაბორალს", "ოლიმპიაკოსს", "ფენერბაჰჩესა" და "კანტუს" 5 მოგება და 4 მარცხი აქვთ.
ბოლო ტურში, რომელიც 22 დეკემბერს შედგება, ქართველთა კლუბი სტამბულის "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"