დღეს კიდევ ორ "ქართულ" კლუბზე "კანტუსა" და "ვირტუსზე" შევჩერდებით.
მონფე-რატომ?
მართალია, ზედიზედ ოთხი მატჩის შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ტრადიცია დაარღვია და ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურს ქართული "დაბლ-დაბლის" გარეშე მაინც არ ჩაუვლია. "კანტუს" ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა "მონფერატოსთან" 65:69 წაგებულ მატჩში 11 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ამ ტურში გიორგის 12 მოხსნა ყველაზე მაღალი შედეგი იყო.
შერმადინმა
"კანტუს" "ვირტუსის" დარად 6 მოგება და 4 მარცხი აქვს, თუმცა ბურთების შეფარდების გათვალისწინებით ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. "ვირტუსი" მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში, 27 დეკემბერს, კანტუელები მილანის "არმანი ჯინსს" უმასპინძლებენ. ვირტუსელები კი ტრევიზოს "ბენეტონს" უმასპინძლებენ.
ვირტუსმა ვენეცია გააცია
როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლების სერია მეხუთე მატჩში შეწყდა. თუმცა მას არც ამჯერად უთამაშია ურიგოდ. რაც მთავარია, მისმა გუნდმა გაიმარჯვა, რაშიც სანიკიძემ სოლიდური წვლილი შეიტანა.
"ვირტუსი" ბოლონაში "ვენეციას" მასპინძლობდა და მეტოქე - 88:80 დაამარცხა. სანიკიძე ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ ხნის მანძილზე ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, მის ანგარიშზე 16 ქულაა, რასაც 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ვიქტორმა ბურთი სამჯერ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი მეტოქეები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა შორის საუკეთესო შედეგი ჯუზეპე პოეტამ აჩვენა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ანჯელო ჯილიმ კი ქართველი ფორვარდის დარად 16 ქულა მოაგროვა.