რადგან ლოკაუტის გამო სეზონის დასაწყისი დეკემბრამდე გადაიდო, საკონტროლო შეხვედრათა რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდა.
მაგალითად, ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ორი ამხანაგური თამაშის ჩატარება მოუწევს. პირველი 19 დეკემბერს შარლოტში ადგილობრივ "ბობქეთსთან" გამართა. მეორესაც ამ გუნდთან ითამაშებს, ოღონდ ატლანტაში, 22 დეკემბერს.
ამერიკულ გამოცემებში "შარლოტი"-"ჰოქსის" დაპირისპირების მიმოხილვები მასპინძელი ახალწვეული კემბა უოლკერის კომპლიმენტებით იწყება, რომელიც შარლოტელებმა ამ ზაფხულს დრაფტის მე-9 ნომრად აირჩიეს. კემბამ 18 ქულა ჩააგდო და გადამწყვეტ მომენტშიც იყოჩაღა: ბოლო წუთნახევარში
არადა, მეოთხე პერიოდის დასაწყისში ზაზა ფაჩულიას ორქულიანით "ატლანტა" 70:65 დაწინაურდა. სირენამდე 5 წუთით ადრე ქართველმა ცენტრმა ორი საჯარიმოთი თანაგუნდელები კვლავ წინ გაიყვანა - 73:71, თუმცა ამ ანგარიშზე მწვრთნელმა ზაზა სათადარიგოთა სკამზე დასვა და თამაშის ჩამთავრება ახალწვეულებს მიანდო. ფაჩულიამ 8 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
საინტერესოა, რომ მატჩში მონაწილეობა თხუთმეტმა ატლანტელმა და ცამეტმა შარლოტელმა მიიღო.
ნამატჩევს ქართველის შესახებ "ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ლარი დრიუმაც ილაპარაკა და სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმაც. ჯერ ჯორჯიელთა თავკაცს მოვუსმინოთ:
- ზაზა თამაშში ჩვეულად ჩაერთო და კარგადაც გაისარჯა. სწორედ ის გააკეთა, რასაც მისგან ვითხოვ. დღეს სათამაშო დრო 15 კალათბურთელზე გავანაწილე, მაინტერესებდა ვინ როგორ ხვდება ახალ სეზონს.
ყველა რგოლი თანაბრადაა დაკომპლექტებული, მხოლოდ სათადარიგო გამთამაშებლის საკითხი მაფიქრებს. წლეულს დიდ ყურადღებას მივაქცევ სათადარიგოებს, რადგან ხშირად მომიწევს ცვლილებების განხორციელება, რადგან წინა სეზონთან შედარებით სწრაფი და აგრესიული კალათბურთი უნდა ვითამაშოთ.
ცნობისთვის, მალე "ატლანტა ჰოქსის" უკანა ხაზს თავისუფალი აგენტი ჯანერო პარგო გააძლიერებს, რომელიც 2009-11 წლებში "ჩიკაგო ბულსის" ღირსებას იცავდა.
ელ ჰორფორდმა გუნდის წინა ხაზზე ილაპარაკა:
- ჯეისონ კოლინზი გამოცდილი მოთამაშეა. ზაზა ფაჩულიას დიდი იმედიც გვაქვს. იგი ფარქვეშ არავის არაფერს უთმობს. თანაც, ზაზა ფორმაშია - ამერიკაში ჩამოსვლამდე თურქეთში თამაშობდა. ასე რომ, გულშემატკივარს "ატლანტას" წინა ხაზის გამო სანერვიულო არა აქვს.
შარლოტი-ატლანტა 79:77
ზაზა ფაჩულია: 18:01 წუთი, 8 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ფოლი, 1 შეცდომა.
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:09 ზაზამ სმიტი შეცვალა
03:59 ორქულიანი: 2ქ (19:14)
02:13 ორქულიანი: არაზუსტი
00:54 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 21:24)
00:39 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:00 სამქულიანი: არაზუსტი
II პერიოდი
09:56 ორქულიანი: არაზუსტი
09:49 ორქულიანი: არაზუსტი
09:27 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
08:49 ბენსონმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:55 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
02:45 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 63:60)
01:24 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
IV პერიოდი
10:38 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
10:00 ორქულიანი: 6ქ (70:65)
08:32 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
08:30 შეცდომა: 1
07:48 ორქულიანი: არაზუსტი
05:43 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
05:43 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 73:71)
04:54 ფოლი: 1
04:54 ბენსონმა ზაზა შეცვალა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"