ქართველმა კალათბურთელებმა მეოთხე პერიოდი შეუცვლელად ჩაატარეს, სამქულიანებითაც დაგვამახსოვრეს თავი, ჩატენვითაც და ზუსტი ჯარიმებითაც.
მოკლედ, მარკოიშვილმა 21 წუთში 9 ქულა (7-დან 3 სამქულიანი), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა. შერმადინი "კანტუს" ბომბარდირი გახდა: 22 წუთი, 13 ქულა, 5 მოხსნა.
გუშინვე თორნიკე შენგელიას "შარლერუა" შინ ისრაელის "მაქაბისთან" დამარცხდა (69:86). ქართველ ფორვარდს ტერფის ტრავმის გამო არ უთამაშია.
შარლერუელები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ, ხოლო "კანტუ" ბრძოლას ტოპ-16-ში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"