ნიკა ცქიტიშვილის ეფექტური დუბლი

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილმა ფეხის ტრავმა მოიშუშა და ჩვეულად ათამაშდა. თუმცა, მას არც ტრავმამდე ჰქონია ასეთი ეფექტური მატჩი - 26 ქულა და 13 მოხსნა. იგი ირანის ჩემპოინატის გასულ ტურში "მაჰანთან" 81:70 მოგებულ შეხვედრაში "მაჰრამის" შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 36 წუთში ზემოთ აღნიშნულ 26 ქულასა და 13 მოხსნის გარდა 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ნიკამ 17-დან 8 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ სამჯერ
დაჯარიმდნენ.

"მაჰრამს" 12 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს და მდევარ "აზადს" 3 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ირანი
temo
21:15 23-12-2011
0
რომელი ქვეყნის კლულებია მაჰანი და მაჰრამი, იქნებ დაგეწერათ.
giorgi
17:41 23-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული