ვლადიმერ ბოისა "პანიონიოსში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ვლადიმერ ბოისა კარიერას ბერძნულ "პანიონიოსში" გააგრძელებს. ვებ-გვერდ eurobasket.com-ის ინფორმაციით, ბოისა დათანხმდა ბერძნული გუნდის პირობებს და პანიონიოსელებთან ვარჯიშს უკვე ხვალიდან შეუდგება.

ბოისამ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი უგუნდოდ გაატარა. ის ინდივიდუალურად, სლოვენიაში ემზადებოდა. სწორედ სლოვენიაში გაატარა წინა სეზონი ბოისამ, სადაც ის ლიუბლიანის "ოლიმპიას" ღირსებას იცავდა.

ვლადიმერისთვის საბერძნეთში თამაში უცხო არ არის. 2008-2009 წლების სეზონში ბოისა ათენის აეკ-ში თამაშობდა და საბერძნეთის ლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საბერძნეთის ჩემპიონატში "პანიონიოსი" 7 მოგებითა და 4 მარცხით მეოთხე ადგილზეა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული