ბოისა ჩვიდმეტი ნომრით იწყებს

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისამ თავის ახალ კლუბ "პანიონიოსში" პირველი მატჩი ჩაატარა. ათენელებმა "კავალასთან" დამაჯერებლად მოიგეს - 87:64. საწყის ორ მეოთხედში "პანიონიოსის" კალათბურთელებმა 22-22 ქულა ჩააგდეს, მეტოქემ კი პირველ პერიოდში 15 ქულა მოაგროვა, მეორეში - 14.

შესაბამისად, პირველი ტაიმი ბოისას თანაგუნდელებმა 44:29 მოიგეს და მეორე ტაიმში "კავალას" კალათბურთელებისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი არ მიუციათ.

ვლადიმერ ბოისა, რომელმაც საბერძნეთში 17-ნომრიანი მაისურა მოირგო, თამაშში მეორე პერიოდში ჩაერთო და მოედანზე სულ 11 წუთი გაატარა.

მართალია, ვოვამ მატჩი უქულოდ დაასრულა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ დრო უქმად გაატარა
- 3-3 პასი და ჩაჭრა მოაგროვა. მან 1 ორქულიანი და 4 საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, თუმცა მეტოქეებს წესების დარღვევა ოთხჯერ აიძულა. მატჩის ბომბარდირი "პანიონიოსის" ამერიკელი ლეგიონერი ჯონ დიებლერი გახდა (20 ქულა ჩააგდო), მას ერთი ქულით ჩამორჩა თანაგუნდელი ზისის სარიკოპულოსი, ხოლო ვასილეოს კავადასმა 12 ქულა მოაგროვა.

"პანიონიოსს" 12 ტურის შემდეგ 8 მოგება, 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყარადაა. მომდევნო შეხვედრას ბოისას გუნდი 14 იანვარს კვლავ შინ გამართავს - "კოლოსოსს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული