ზაზა ფაჩულიამ "ატლანტას" 6 ქულა მოუტანა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "ქორებმა" საკუთარ, "ფილიპს არენაზე" "ტორონტო" 93:84 დაამარცხა. ატლანტელებს იოლად არ მოუგიათ. ბოლო მეოთხედის წინ ტორონტოელები 2 ქულით მიუახლოვდნენ მასპინძლებს, მაგრამ ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ალ ჰორფორდის ტრავმის შემდეგ 2 მატჩში თამაშს ზაზა ფაჩულია იწყებდა, თუმცა ატლანტელთა ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე ამჯერად ჯეისონ კოლინსი გამოჩნდა. სამარქაფო ცენტრმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და 13-წუთიანი გარჯა ორი ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა.

ფაჩულიამ კოლინსზე მეტი - 17,38 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 3
მოხსნაც მიითვალა. ზაზას ტორონტოელთა ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, 6 საჯარიმო ტყორცნა და ყველა ჩააგდო. ატლანტელთაგან საუკეთესო ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

"ატლანტას" 10 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის გაერთიანებულ ცხრილში "ორლანდოსთან" და "ინდიანასთან" ერთად III-V ადგილებს ინაწილებს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 19 იანვარს, გამთენიისას, შინ "პორტლენდთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული