შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ მასპიძელთა სამქულიანი გამარჯვებით - 92:89 დასრულდა. ატლანტელები გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე 13 ქულით იგებდნენ, თუმცა პორტლენდელებმა დარჩენილ დროში მძლავრად ითამაშეს და ბოლო წუთებზე გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა...
ქართველი ცენტრი წინა მატჩის დარად სათადარიგო იყო, თუმცა ძირითადში მყოფ ჯეისონ კოლინსზე ისევ უკეთ და მეტ ხანს ითამაშა. კოლინსმა
რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 27 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნა ამ შეხვედრაში უმეტესი იყო, რომელიც ფაჩულიასთან ერთად ატლანტელმა ჯოშ სმიტმა და პორტლენდელმა ლამარკუს ოლდრიჯმაც მოაგროვა.
რაც ძირითადი ცენტრი, ალ ჰორფორდი დაუშავდათ, ატლანტელებმა ზედიზედ მეოთხე შეხედრა მოიგეს და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.
"ქორებს" ახლა 11 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთში მათ მაღლა მხოლოდ "ჩიკაგო" "დაფრინავს". მომდევნო შეხვედრას "ატლანტა" ზეგ, გამთენიისას, ფილადელფიაში გამართავს.
gbf.ge