ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს 13 ქულით დაუბრუნდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა. ეს "კლივლენდთან" მატჩში, დღეს გამთენიისას მოხდა. ატლანტელებმა მეტოქე 121:94 გაანადგურეს, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირად აქტივში ყველაზე მეტი ქულა ჩაიწერა.

ფაჩულიამ მოედანზე 29 წუთი გაატარა, როცა მისი კონკურენტი ჯეისონ კოლინსი მხოლოდ 8 წუთით დაიტვირთა. ფაჩულიამ თამაშიდან განხორციელებული 7 ტყორცნიდან 6 ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმო მოაყოლა და 13 ქულა დაუგროვდა. ზაზამ ასევე 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაც მიითვალა.

ატლანტელთა ბომბარდირი ჯო ჯონსონი გახდა, რომელმაც პირად აქტივში 25 ქულა ჩაიწერა.ჯეფ
ტიგსა და ჯანერო პარგოს 14-14 ქულა ჰქონდათ და სწორედ ამათ შემდეგ მოდის ფაჩულია.

"ატლანტას" 12 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. ხოლო საკუთარ, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში "ორლანდოსა" და "მაიამის" შემდეგ მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს "ქორები" 24 იანვარს მილუოკიში "ბაქსთან" გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული