"ოლიმპმა" მეხუთე ლეგიონერი დაიმატა

AutoSharing Option
სუპერლიგის წარმომადგენელმა "ოლიმპმა" მეხუთე ლეგიონერი დაიმატა - 214 სმ სიმაღლის ჩერნოგორიელი ივან ტოდოროვიჩი.

28 წლის მეფარე ადრიატიკისა და ბალტიის ლიგებზე გამოცდილი კალათბურთელია. თამაშობდა სერბულ "ცრვენა ზვეზდაში", "რაბოტნიჩკიში", ბერძნულ "ეგალეოში", სლოვენიურ "ჰელიოსსა" და ესტონურ "კალევში". გასული სეზონი კი ჩერნოგორიულ "ლოვჩენში" გაატარა.

- ტოდოროვიჩი თბილისშია და გუნდთან ერთად ემზადება. შეუძლია როგორც ცენტრად, ასევე მძიმე ფორვარდად თამაში. იგი გამოცდილი კალათბურთელია და ვფიქრობ, დიდ დახმარებას გაგვიწევს, - გვითხრა გუშინ "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა.

ივან ტოდოროვიჩი
ჩერნოგორია
დაიბადა: 17.01.1984
სიმაღლე: 214 სმ
პოზიცია: ფორვარდ/ცენტრი

კარიერა
1999-01 ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)
2002-03 ჟელეზნიკი (სერბეთი)
2003-05 რეფლექსი (სერბეთი)
2005-07 ჟელეზნიკი (სერბეთი)
2007-08 ეგალეო (საბერძნეთი)
2008 კალევი (ესტონეთი)
2008-09 ჰელიოსი (სლოვენია)
2010-11 ლოვჩენი (ჩერნოგორია)

მიღწევები
იუგოსლავიის თასის მფლობელი - 2001, 03
მსოფლიო უნივერსიადის მონაწილე - 2003
ადრიატიკის ლიგის ჩემპიონი - 2006

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული