ზაზა ფაჩულიამ დეტროიტში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. აქამდე მისი საუკეთესო ქულობრივი მონაგარი 13 იყო, დღეს, გამთენიისას კი ქართველმა ცენტრმა დეტროიტში 16 ქულა მოაგროვა, მისმა "ატლანტამ" კი "პისტონსი" დამატებით დროში - 107:101 დამაარცხა.

ფაჩულია ხუთეულში იყო და მოედანზე მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 35 წუთი გაატარა. ქართველი ცენტრი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა დეტროიტელთა საჯარიმოში და 12 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ზაზას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ანუ მან 9 მოხსნა მოაგროვა, რასაც თითო პასი და დაფარება მოაყოლა, ბურთი კი ორჯერ
დაკარგა.

მატჩის გმირი ჯო ჯონსონი გახდა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა, თუმცა ყველაზე საჭირო ამბები ძირითადი დროის ბოლო წამებში დაატრიალა. 3 ქულით მოლიდერე დეტროიტელებს ჯონსონმა სირენამდე 13 წამით ადრე ბურთი ჩაუჭრა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე 1,8 წამით ადრე კი სამქულიანით მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
იქ კი ფსიქოლოგიურად მომაგრებულმა ატლანტელებმა, რომლებიც მთელი შეხვედრის მანძილზე აგებდნენ და შეხვედრა სასწაულებრივად შემოატრიალეს, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მიმდინარე სეზონში ეს ატლანტელთა მე-13 გამარჯვებაა, პასივში კი "ქორებს" 6 მარცხი აქვთ. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ნიუ ორლეანში ზეგ გამთენიისას "ჰორნეთსთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე რეკორდი 38 წუთი იყო "მილოუკთნ"
tornike
19:18 28-01-2012
0

სიახლეები პოპულარული