ვიქტორ სანიკიძე: NBA? ბოლონიაში თამაშით ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
კვირას, ბოლონიის "ვირტუსმა, რომლის ლიდერი ვიქტორ სანიკიძეა, იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "აველინო" გაანადგურა - 76:56.

ამ მატჩის შემდეგ გამოცემა "ევრობასკეტმა" ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ვიქტორი აღიარა. აპენინურ გაზეთ "მეტრო-ნიუსის" ჟურნალისტმა ნიკოლა ძანარინიმ 25 წლის ქართველ ფორვარდს საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.

შესავალში ვკითხულობთ: "AIRGEORGIA-სთან ერთად "ვირტუსი" ახალ სიმაღლეებს აღწევს. "აველინოს" ძლევის შემდეგ ბოლონიელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ავიდნენ. სანიკიძემ 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

- ელოდით "აველინოსთან" დიდი სხვაობით გამარჯვებას?
- ველოდი, რადგან კარგი გუნდი გვყავს და წარმატებისთვის ბევრს ვშრომობთ. თამაშს
თანდათან ვაუმჯობესებთ და ლოგიკურია, რომ ამჟამად ცხრილში მეორე ადგილზე ვართ. თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, ძლიერ, დაბალანსებულ ლიგაში ვთამაშობთ და ყურადღების მოდუნება წამითაც არ შეიძლება.

- იტალიის ჩემპიონატში მოხსნებში პირველობას არავის უთმობ (საშუალოდ 10.7). საკუთარი გარჯით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- მიხარია, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვარ. ბოლონიაში კალათბურთი ძალიან უყვართ და ამ ქალაქის მკვიდრნი მაღალი დონის კლუბს ნამდვილად იმსახურებენ. ჩემი შედეგიანობაც გუნდის დამსახურებაა.

- მომდევნო ტურში "მილანს" უმასპინძლებთ.
- ძლიერი მოწინააღმდეგეა და ვიცით, სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. ამისთვის მზად ვართ. შინ 9 მატჩი გვაქვს მოგებული და ვეცდებით, მეათე გამარჯვება სწორედ "მილანთან" მოვიპოვოთ. სხვათა შორის, 16 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში სწორედ "მილანს" დავუპირისპირდებით. ასე რომ, 80-წუთიანი ბოლონიურ-მილანური პაექრობა 5 თებერვლიდან იწყება.

- მომდევნო სეზონში AIRGEORGIA NBA-ში გააგრძელებს კარიერას, თუ "ვირტუსში" დარჩება?
- ამ კითხვაზე დღეს ვერ გიპასუხებთ, ჯერ არაფერი ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლონიაში თამაშით ბედნიერი ვარ და მინდა, გუნდისთვის ამ სეზონში მაქსიმუმი გავაკეთო. დანარჩენი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშა როგორ დაასკვენი რო არაა NBA-ს დონის
ძალიან მაგარი მოთამაშეა და არავიზე ნაკლები არაა
0
და საიდან მოიტანე რომ სანიკიძე NBA-ს დონის არაა. არაერთ ქართველს უთამაშია NBA-ში წარმატებით და ვიქტორი არცერთზე ნაკლები არაა არაფრით.
shako
12:35 02-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული