ისევე როგორც "ჟალგირისთან" წინა ტურის მატჩში, იტალიელებს გამარჯვებისკენ კვლავ ქართველები გაუძღვნენ. ყველაზე სასარგებლო სამი კალათბურთელი იყო: ვლადიმირ მიკოვი (მქკ: 24), შერმადინი (20) და მარკოიშვილი (16).
გიორგის ანგარიშზე 25 წუთში 13 ქულა (9/4 ორქულიანი, 5/5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი, 2 დაფარება იყო.
მანუჩარმა 29 წუთში 11 ქულა (5/3 ორიანი, 4/1 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოინაგრა. მიკოვმა 17 ქულას 9
ბოლო წუთზე ამ ტრიომ "მაქაბის" თამაშის გადარჩენაზე ფიქრის შანსიც არ მისცა: შეტევაში ბურთი ჯერ შერმადინმა მოხსნა, შემდეგ მანუჩარმა, ბოლოს სერბმა.
მანამდე, მეოთხე პერიოდი შერმადინის 4 ქულით გაიხსნა და "კანტუ" 70:60 დაწინაურდა. "მაქაბიმ" იმდენი მოახერხა, რომ ჩამორჩენა 4-მდე დაიყვანა, თუმცა ბაზილეს სამქულიანს მანუჩარმა შორეული ორიანი მიამატა - 77:68 (სირენამდე 3:30 წუთით ადრე).
მეორე პერიოდში ჯერ გიორგის პასით მანუმ მიითვალა სამქულიანი, შემდეგ პირიქით - მანუჩარის პასით შერმადინმა ჩააგდო ჯარიმიანი ორქულიანი.
სწორედ ამ დროს აუწია ხმა ინგლისელმა კომენტატორმა: დიდებული ქართული კომბინაციები ვიხილეთო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"