"ატლანტა ჰოქსს" "ინდიანასთან" მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან შინ ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა წაგებული და სპეციალისტებს პირზე უკვე ჯორჯიული კრიზისი ეკერათ.
რაც მთავარია, "ქორებმა" აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "ინდიანა პეისერსი" დამაჯერებლად დაამარცხეს. NBA-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვებში ყოველთვის დიდი ყურადღება
გასაკვირია, მაგრამ ასეთად პირველი მეოთხედის ბოლო წუთები მიიჩნიეს: "სტუმრებმა მატჩი ცუდად დაიწყეს, განსაკუთრებით სუსტად შეტევაში გამოიყურებოდნენ. ერთ ეპიზოდში როი ჰიბერტის ნატყორცნი ზაზა ფაჩულიამ დაბლოკა, სწრაფი საპასუხო იერიშისას ჯო ჯონსონმა სამქულიანი ისროლა, რომელიც მიზანს ასცდა და ფაჩულიას ჩაუვარდა ხელში.
ქართველმა ცენტრმა ზურგსუკნიდან ეფექტური პასით მერვინ უილიამსი მოძებნა და შეტევა ეფექტური ზემოდან გდებით დასრულდა (24:12, პირველი პერიოდის დასრულებამდე 4:24 წუთით ადრე). ამის შემდეგ თავი გამოიდო ჯოშ სმიტმა და "ინდიანას" თამაშის გადარჩენის მცირე შანსიც არ მისცემია. აღსანიშნავია, რომ სწორედ სმიტისა და ფაჩულიას ენერგიული თამაშის წყალობით "ატლანტამ" მეტოქე მოხსნებში 45:33 დაჩაგრა."
NBA-ს ოფიციალურ საიტზე ცალკე ვიდეო ფაჩულიას მოქმედებას მიეძღვნა სახელწოდებით "ეს ყველაფერი ზაზამ გააკეთა". იქ შესულია ზემოთნახსენები 13-წამიანი მონაკვეთი ფაჩულიას დაფარებიდან ლამაზ პასამდე. მას ორმაგ დუბლამდე ცოტა რომ დააკლდა, ქვემოთ ნახავთ.
- წინა სამი მატჩისგან განსხვავებით საოცარი ენერგიით ვითამაშეთ. მოედანზე სულ სხვა "ატლანტა" იყო. ჯოშ სმიტმა კი სუპერ-თამაში ჩაატარა, - განაცხადა ნამატჩევს "ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ. სმიტმა 28 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
"ატლანტას" 17 მოგება მოუგროვდა (9 მარცხი) და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზე აინაცვლა. მეოთხეა "ინდიანა", რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი და ამდენივეთი ნაკლები წაგება აქვს. 10 თებერვალს ზაზას გუნდს საპასუხისმგებლო მატჩი ელის - დუაით ჰოვარდის "ორლანდოსთან" ფლორიდის ნახევარკუნძულზე ითამაშებს.
ატლანტა-ინდიანა 97:87
ზაზა ფაჩულია: 38 წუთი, 9 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 1 შეცდომა, 4 ფოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"