რაც შეეხებათ მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, მათ იმ მიზეზით არ ითამაშეს, რომ "კანტუსა" და "სკავოლინის" დაპირისპირება გაურკვეველი დროთ გადაიდო.
სანიკიძის გუნდი მართალია სტუმრად დამარცხდა, მაგრამ გამართლება მაინც ვერ ექნება, რაკი სერია A-ს აუტსაიდერ "ვანოლის" ხვდებოდა.
კრემონეს გუნდს მიმდინარე გათამაშებაში 19 თამაშიდან 14 მარცხი ჰქონდა, თუმცა ლიდერთა შორის მყოფ "კანადიან სოლარს" მედგრად დაუხვდა და საბოლოოდ დაამარცხა კიდეც - 83:80.
ქართველმა
ვიქტორი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთს ითამაშა. იგი ახლო მანძილიდან შეუცდომლად უტევდა კრემონელთა კალათს და 4 ცდიდან 4 ბურთი ჩააგდო. შორიდან კი 6 ტყორცნიდან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 7-ში 4. საბოლოოდ მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება დაგროვდა.
სანიკიძეზე უკეთესი შედეგი ბოლონიელთაგან პეტერი კოპონენმა დააფიქსირა - 17 ქულა, 8 მოხსა, 4 პასი. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ჯონათან ტაბუმ ულიდერა, რომელსაც ბელგიის ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. მისმა მონაგარმა 22 ქულა და 6 პასი შეადგინა.
ამ წაგებამ ბოლონიელები ცხრილში ჯერჯერობით ვერ დახია. სანიკიძის გუნდი 12 მოგებითა და 8 მარცხით კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება, მაგრამ დღეს ის გუნდები თამაშობენ, რომლებსაც "კანადიან სოლარის" წამოწევის შანსი აქვთ: "ვენეცია", "აველინო" და ნიკა მეტრეველის "დინამო სასარი".
რაც შეეხებათ ბოლონიელებს, მათ მომდევნო შეხვედრა 26 თებერვალს, შინ "ტერამოსთან" აქვთ. მანამდე კი იტალიის თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.
gbf.ge