სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 33 წუთში გუნდს 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბოლონიელთა ფინელი ლეგიონერი პეტერი კოპონენი გახდა, რომელმაც 23 ქულას 5 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მიამატა.
რაც
თასის გათამაშებაში დღეს დარჩენილი 4 გუნდი ჩაებმება, რომელთა შორისაცაა გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუც". კანტუელები "აველინოს" შეხვდებიან და წარმატების შემთხვევაში ხვალ ნახევარფინალს ითამაშებენ. ფინალური მატჩი კი 19 თებერვალს გაიმართება.
gbf.ge